უმაღლესი განათლების შესახებ საქართველო კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერბის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 09 ივნისის N49/2014 და 2017 წლის 17 მაისის 54/2017 დადგენილების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე N6 ოქმით დამტკიცებული „ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებისა და ვადების განსაზღვრის წესი“- ის საფუძველზე.
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების შერჩევის განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხსი მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
- ქეთევან ჭკუასელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
- თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საბაკალვრო პროგრამების „ფსიქოლოგია“ და „ოკუპაციური თერაპია“ ხელმძღვანელი;
- თამარ ხიდაშელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
- კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოცემიდან 2 წლის განმავლობაში.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.